სპეცრაზმი ბათუმში აქციის მონაწილეებს აკავებს

ბათუმში  სპეცრაზმი პოლიციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს აკავებს. სპეცრაზმთან ერთად გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანებიც.

სპეცრაზმმა გამაფრთხილებელ ნიშანი მისცა  აქციის მონაწილეებს დასაშლელად.  უკვე დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ერთი ქალია. აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე აღარ ჩანან აქციის მონაწილეები.

აქცია ბათუმში პოლიციის შენობასთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს მიმდებარე ტერიტორია, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და კერძო პირების ავტომანქანებს, დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა.

ბათუმში ამჟამად პოლიციის შენობასთან  მობილიზებულია  სასწრაფო და სახანძრო მანქანებიც.