საავტომობილო გვირაბი ჩამოინგრა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსთან ახლოს მდებარე ტრასაზე. თუმცა მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. სიენენი აცხადებს, რომ მაშველები დამწვარ გვამებს პოულობენ.
გვირაბი, რომელიც ტოკიოსთან ახლოს მდებარეობს, 4 კილომეტრი სიგრძისაა. ბიბისის ინფორმაციით, დაახლოებით 30- მეტრიანი ნაწილი ჩამოინგრა.
ერთ-ერთი ქალი, რომელმაც გვირაბიდან გამოძრომა მოახერხა, ამბობს, რომ 5 სხვა ადამიანთან ერთად იჯდა მინივენში და არ იცის, თუ სად არიან ახლა ისინი. დაზარალებულ ქალს ასევე არ შეუძლია დაზუსტებით თქვას, თუ ნგრევისას რამდენი მანქანა იყო გვირაბში.
