პოლიტპატიმრების საქმეების შემსწავლელმა კომისიამ განცხადებების მიღება შეწყვიტა

“დღეს ჩვენ შევწყვეტთ, ბუნებრივია, განცხადებების მიღებას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, მათი საქმე გადაიხედოს კანონიერების კუთხით, ამასთან დაკავშირებით მათ ექნებათ შესაძლებლობა მომავალში მიმართონ იმ სტრუქტურას, რომელიც ან პროკურატურასთან, ან შეიძლება დამოუკიდებლად იარსებოს კომისიამ, რომელსაც პირობითად კანონიერების კომისია შეიძლება ვუწოდოთ და გადაიხედება ეს განაჩენები”.

 

19 ნოემბრამდე დარეგისტრირებულ განცხადებებს ამ წუთებში ადამიანის უფლებათა კომიტეტზე განიხილავენ. რაც შეეხება 19 ნოემბრის შემდეგ დარეგისტრირებულ საქმეებს, მათი განხილვა, ბესელიას თქმით, მიმდინარე დღეებში მოხდება.

 

იმ საქმეებში, რომლებსაც სამუშაო ჯგუფი განიხილავს, ვანო ჩხარტიშვილი და ლევან მამალაძეც მოხვდნენ.

 

საბოლოო სიას პარლამენტს ადამიანის უფლებათა კომიტეტი 5 დეკემბერს წარუდგენს.