სხვადასხვა პროფესიის ქალები EPA-ს ობიექტივში
8 მარტს მსოფლიოს მასშტაბით ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ზოგ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჩინეთში, ვიეტნამში, რუსეთსა და ბულგარეთში უქმე დღედაა გამოცხადებული. ამ დღეს მსოფლიო ქალების ეკონომიკურ პოლიტიკურ და სოციალურ მიღწევებს აღნიშნავს. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ, EPA-ს ფოტორეპორტაჟს, რომელიც სხვადასხვა ქვყანაში ქალების ცხოვრებას ასახავს.
ეგვიპტელი ექიმი ადგილზე, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერებსა და მთავრობის მომხრეებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება კაიროში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ასობით ადამიანი. ფოტო: EPA/HANNIBAL HANSCHKE
ჩინელი ქალი ბამბუკით ფრინველებისთვის გალიას ამზადებს. სოფელში სადაც 125 ოჯახი ცხოვრობს, 96 თავს ამ საქმიანობით ირჩენს. ბამბუკის გალიების გაყიდვა ამ სოფელში საუკონოვანი ტრადიციაა: EPA/STR
სამხრეთ სუდანში ქალები საკუთარ რიგს ელოდებიან, რომ რეფერენდუმში მიიღონ მონაწილეობა და დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება – გახდეს თუ არა სამხრეთ სუდანი დამოუკიდებელი სახელმწიფო. EPA/MOHAMED MESSARA
ამერიკული ბრენდის, “ვიქტორია სიქრეთის” მოდელები ნიუ იორკში ჩვენებაზე გამოსასვლელად ემზადებიან. ფოტო: EPA/ANDREW GOMBERT
ავღანელი ქალი გეგმავს აიღოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რათა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ფოტო: EPA/JALIL REZAYEE
ბალეტის მოცეკვავეები ჩაიკოვსკის “გეტების ტბას” ასრულებენ. შვეიცარია, ფოტო: EPA/GEORGIOS KEFALAS
ქალი ოფიცრები ავღანეთის სამხედრო აკადემიაში ფოტო: EPA/BERIS REZEE
ინდოელი ფერმერი მოსავალს იღებს ფოტო: EPA/STRINGER
35-ე სკოლის ქალთა საფეხბურთო კლუბის ვარჯიში 06.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე