აუდიტორია 115-მა თსუ-ს მეექვე კორპუსი დატოვა

აუდიტორია 115-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დატოვა. ეს გადაწყვეტილება სტუდენტებმა დრეს, 7 მარტს გამოაცხადეს.

პარლამენტის განათლების კომიტეტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა. სწორედ ამიტომ შეწყვიტეს სტუდენტებმა მეექვსე კორპუსის პიკეტირება. ისინი საკომიტეტო მუშაობაში ჩართვას გეგმავენ.

განათლების კომიტეტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დღეს, 7 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მარიამ ჯაშის განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნა კომიტეტმა არ გაითვალისწინა:

“სტუდნეტური თვითმმართვეელობის გაუქმების მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული. თითოეულ უნივერსიტეტში დარჩება სტუდენტების წარმომადგენლობის ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც უნდა აირჩეს სტუდენტების სულ მცირე 10 პროცენტის მიერ. თუმცა,  უნივერსიტეტის დონეზე, სტუდენტებმა თავად უნდა აირჩიონ, თუ რა სახით , რა სტრუქტურით, რა უფლება-მოვალეობით, რა წესდებით იფუნქციონირებს სტუდენტური ორგანიზაცია. მათ შეუძლიათ აირჩიონ სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტური კლუბი, ასამბლეა, რომელიც სხვასხვა ქვეყნებში წარმატებით ფუნქციონირებს. კანონპროექტი დავარეგისტრირეთ და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გავაგრძელებთ განხილვას.”

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 24 ნოემბრის ღამეს აუდიტორია 115-ის წევრებმა დაიკავეს მეექვსე კორპუსის შენობა. შენობა ამ დრომდე პიკეტირებულია.  25 ნოემბერს ისინი შეეცადნენ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლას, თუმცა მათი მცდელობის მიუხედავად არჩევნები შედგა. აუდიტორია 115 -მა  არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნია  და  საკანონმდებლო ცვლილებები მოითხოვეს.

სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნებს შორის იყო: