“წესრიგი დაიცავით, ნუ იქცევით ხულიგნურად კომიტეტის სხდომაზე,” – ამ სიტყვებით ეკა ბესელიამ ჩიორა თაქთაქიშვილს მიმართა.
“თქვენ მუდმივად არღვევთ შეგნებულად წესრიგს, როდესაც კომიტეტის სხდომებია. ხელოვნურად გინდათ ჩაშალოთ სხდომები. ბუნებრივია, შესაბამისად, რეგლამენტით დადგენილ პროცედურებს მივმართავ, რომ უზრუნველვყო კომიტეტის მუშაობა ნორმალურ რეჟიმში,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ჩიორა თაქთაქიშვილს ბესელიამ რამდენჯერმე შეწყვეტინა სიტყვა და დასრულება მოსთხოვა. ბესელიას თქმით, თაქთაქიშვილმა რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს გადააჭარბა, რაზეც თაქთაქიშვილმა მოუწოდა, რომ ოპოზიციის მოსმენა ისწავლოს.