ანა გომესი შიშობს, რომ რ2-ის საქმის გამო შესაძლოა პლურალიზმს დაემუქროს საფრთხე

ევროპარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან, ანა გომესი რუსთავი 2-ის საქმე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმარუება. როგორც გომესი ტვიტერზე წერს, ის წუხილს გამოთქვამს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და შიშობს, რომ ამან შეიძლება შეამციროს პლურალიზმი საქართველოში და პოლიტიკური სივრცის შემდგომი პოლარიზება გამოიწვიოს.

I'm sad & worried at news on #Georgia Sup.Court decision on #Rustavi2, fearing this may shrink pluralism & further polarize political space

— (((Ana Gomes, MEP))) (@AnaGomesMEP) March 2, 2017

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.