ქეთრინ ეშტონი თბილისს რამდენიმე საათით ეწვევა

ვიზიტს ფარგლებში ეშტონი პრემიერ– მინისტრ  ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკის შეხვედრა.

ქეთრინ ეშტონი საქართველოს დღესვე დატოვებს. გამგზავრებამდე სასტუმრო შერატონ მეტეხში ეშტონი პრესისთვის ბრიფინგს გამართავს.