საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან შეწყალების აქტი შეეხო 8 ქალს და 1 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.
ადმინისტრაციის ცნობით, 93 მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა, რომელთაგან 6 ქალი და 1 არასრულწლოვანია. შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, მათ შორის, 2 ქალს.
შეწყალების საკითხთა კომისიამ 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 890 პირის საკითხი განიხილა.