ახალი ამბები

დავით ნარმანიამ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

1 მარტი, 2017 • 2419
დავით ნარმანიამ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, განცხადებით მიმართა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქარტიის პრინციპები დაარღვია.

ქარტიის ცნობით, სადავო გახდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის ის სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), აგრეთვე მესამე (დადასტურებული წყარო და ფაქტის მიჩქმალვა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) მუხლები.

განცხადების თანახმად, გადაცემის დასასრულს გიორგი გაბუნიას ტექსტში, სადაც დავით ნარმანიას წარმოშობის შესახებ საუბრობს, ასევე დარღვეულია მეშვიდე მუხლიც (დისკრიმინაცია).

მასალების გადაბეჭდვის წესი