რაზე ესაუბრნენ დეპუტატები ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის წარმომადგენლებს

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბესელიამ განაცხადა, კომიტეტი იმ ფაქტებს სწავლობს, რომელიც საქართველოს ციხეებში ხდებოდა:

 

„მე მოვუყევი მათ ჩემი გამოცდილების შესახებ, რა ხდებოდა ციხეეში, ასევე ვსაუბრობდით იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ჩვენი კომიტეტი აპირებს – მონიტორინგს, რომელიც განხორციელდება ციხეებში. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდე კომიტეტს, რაც მათთვის იყო ძალიან საყურადღებო“.

 

თაქთაქიშვილის თქმით, კომიტეტს პოლიტიკურ დაპატიმრებებზე მიაწოდა ინფორმაცია:

 

„ბაჩო ახალაია ივანიშილის პირადი გადაწყვეტილებით მოთავსებულია “კანონიერი ქურდებისთვის” განკუთვნილ სასჯელაღსრუელბის დაწესებულებაში, რომელიც არის არა მარტო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, არამედ – საერთაშორისო სტანდარტთან შეუსაბამოც.“