ივნისიდან ბეირუთის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისები იწყება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ლიბანის მიმართულებით, თბილისი-ბეირუთი-თბილისის მიმართულებით, ჩარტერულ რეისებს განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ჯორჯიან ეარვეისს” ახალ მიმართულებაზე  ფრენების განხორციელების ნებართვა 23 თებერვალს მიანიჭა.

ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ლიბანის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს “Georgian Airways” 13 და 17 აპრილს ორი ჩარტერული რეისით დაიწყებს, ივნისიდან კი ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ყოველ კვირას, შემდეგი განრიგით შეასრულებს:

[checklist]

[/checklist]

ფრენები ბოინგ B737-700/500 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. რაც შეეხება ბილეთს, ის აეროპორტის სალაროში არ გაიყიდება. ბილეთები ძირითადად ტურისტული კომპანიისთვისაა გათვლილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ მოქალაქეს ექნება ბილეთის შეძენის სურვილი, მის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავენ.