კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია დაკარგულ ნაწილს დაიბრუნებს

ამის შესახებ ნეტგაზეთს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშილმა განუცხადა:

„ჩვენ ვამზადებთ კანონთა პროექტებს, ჩვენ ვამზადებთ ძალიან მსხვილ კანონთა პაკეტს, რომელიც უახლოეს დღეებში შემოვა საქართველოს პარლამენტში და დაიწყება უკვე ამ კანონპროექტების განხილვა“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე გაუქმდება 2011 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს მთავრობის მიერ მიღბული რამდენიმე ნორმატიული აქტი, რაც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის დაშვებას ითვალისწინებს.

 

„სამონადირეო მეურნეობა ძალიან გვინდა საქართველოში, წარმატებით ვითარდება ეს ბიზნესი. ჩვენ, პირიქით, ხელს შევუწყობთ სამონადირეო მეურნეობის გაფართოებას, განვითარებას და ისინი მკაცრ ჩარჩოებში მოექცევიან, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით იქნება დადგენილი. ოღონდ სამონადირეო მეურნეობები არ უნდა განვითარდეს იშვიათი , წითელ ნუსხაში შეტანილი ჯიშების სრული განადგურების და მოსპობის ხარჯზე. აი, ეს დამთავრდება საქართველოში“- აღნიშნა ცაგარეიშილმა.