რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი კანონის ბოიკოტირებას აპირებს, დასჯის შემთხვევაში კი ევროსასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.
კანონის რეგულირება შეეხება უფლებადაცვით ორგანიზაციებს რუსეთში, რომელთა შორისაა “მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი”, “მემორიალი”, ასევე ასოციაციაცია “გოლოს”, რომელიც არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობას ეწევა.
აღნიშნული კანონი რუსეთის დუმამ 2012 წელს საგაზაფხულო სესიის დასრულებისას მიიღო.
