კონფლიქტის ზონიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს

23 თებერვალს რუსმა ოკუპატებმა კონფლიქტის ზონიდან  გორის რაიონის სოფელ კოშკას მაცხოვრებელი, 69 წლის ამირან გუგუტიშვილი გაიტაცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

ადგილობრივებმა “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, რომ  69 წლის ამირან გოგუტიშვილი საკუთარ ბაღში შეშის მოსატანად იყო წასული, როცა დააკავეს.

“23 თებერვალს დააკავეს. მოქალაქე დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. ამის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს მის გასათავისუფლებლად,” – აცხადებენ სუს-ში.