დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოში სინოდის წევრებს ხვდებიან

ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოში მართავენ შეხვედრას. როგორც მათ ჟურნალისტებს მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადეს, ისინი საპატრიარქოში 13:00 საათისთვის მიიწვიეს.

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ისინი წინასწარ არ არიან ინფორმირებული, რა საკითხზე სურთ საპატრიარქოში მათთან საუბარი. ადვოკატის თქმით, ისინი შეხვდებიან სინოდის წევრებს. დაესწრება თუ არა ამ შეხვედრას ილია II, უცნობია.

მიხეილ რამიშვილი ასევე არ არის ინფორმირებული, როდის აპირებს პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვას. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ იგი დუმილის უფლებას არღვევს და მზადაა ჩვენების მისაცემად, თუმცა გამოძიებას მისთვის კითხვების ამ დრომდე არ დაუსვამს.