ღაზას ქუჩები დაცარიელდა- ისრაელი დაბომბვას აგრძელებს

ოპერაცია “ღრუბლის სვეტის” ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ “ჰამასის” მოქმედებებზე ზემოქმედების მიზნით დაგეგმილი აქვთ რეგიონში რამდენი ასეულ ობიექტზე შეტევა.

სროლის დროს 6 პალესტინელი ჟურნალისტი დაიჭრა. ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა იმ შენობას, სადაც განლაგებულია პალესტინური მედიასაშუალების რედაქცია.
როგორც ბიბისის კორესპონდენტი იტყობინება, ღაზის ქუჩები დაცარიელდა. 

გასულ კვირას ისრაელის სამხედრო ძალებმა დაჯგუფება “ჰამასის” ერთ-ერთი ფრთის ლიდერი, აჰმად ჯაბარი მოკლეს და განაცხადეს, რომ ეს ღაზის სექტორში შეიარაღებული პალესტინელების წინააღმდეგ საომარი ოპერაციის მხოლოდ დასაწყისი იყო.
ბიბისის ცნობით, სროლის დროს 48 პალესტინელი და სამი ისრაელელია დაღუპული.