ახალი ამბები

“ბავშვთა სამყაროსთან” ხანძრით დაზარალებულები შიმშილობენ [ფოტო]

22 თებერვალი, 2017 • 1549
“ბავშვთა სამყაროსთან” ხანძრით დაზარალებულები შიმშილობენ [ფოტო]

“ბავშვთა სამყაროში” მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დამწვარ შენობასთან კარავში შიმშილობენ. ისინი ხანძირით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.

შიმშილობა სამმა დაზარალებულმა ქალმა გუშინ, 21 თებერვალს დაიწყო. 24 საათის გასვლის შემდეგ ისინი სხვა მოშიმშილეებმა უნდა ჩაანაცვლონ, თუმცა ნეტგაზეთთან საუბრისას ერთ-ერთმა მოშიმშილემ, ჯული ელიავამ განაცხადა, რომ შიმშილობას აგრძელებს.

“ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა ადმინისტრაციამ გაგვწირა შიმშილისთვის. მათ ბიზნესინტერესებს შეეწირა მთელი ჩემი ნაშრომი, რაც მქონდა,”- განაცხადა მან.

ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრით დაზარალებულები შიმშილობენ. ფოტო: ნეტგაზეთ/ქეთი მაჭავარიანი 22.02.2017

მოშიმშილეების გარდა ადგილზე შეკრებილი არიან  სხვა დაზარალებულებიც. მათმა ნაწილმა ღამე მოშიმშილეებთან ერთად დამწვარი შენობის წინ გაატარა.

ერთ-ერთი დაზარალებული, ნანა ჯოჯუა გვეუბნება, რომ მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან.

“არავინ მოსულა. ერთი, მოვიდა გიორგი მაჭავარიანი, ბავშვთა სამყაროს დირექტორი. თუ გინდათ, იშიმშილეთო, თუ გინდათ, არ იშიმშილოთო… ხელისუფლებიდან არავინ მოსილა, მარტო მოვიდა ოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობა,”- განაცხადა ნანა ჯოჯუამ.

ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრით დაზარალებულები შიმშილობენ. ფოტო: ნეტგაზეთ/ქეთი მაჭავარიანი 22.02.2017

ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრით დაზარალებულები შიმშილობენ. ფოტო: ნეტგაზეთ/ქეთი მაჭავარიანი 22.02.2017

შიმშილობის დაწყების შესახებ “ბავშვთა სამყაროში” მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა 21 თებერვალს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში განაცხადეს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, დახმარებისთვის მათ 300-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. დაზარალებულები ამბობდნენ, რომ ძირითადად ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და ქსოვილით ვაჭრობდნენ, მათი საქონელი კი ხანძარს ვერ გადაურჩა.

ხანძარი ბავშვთა სამყაროში 30 იანვარს, დილის საათებში გაჩნდა. ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი