სინოდის წევრები ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში მეორედ წავიდნენ

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრები და სასულიერო პირები ბრიუსელში დღეს, 21 თებერვალს, გაფრინდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები ევროკავშირის ინსტიტუციების (EEAS, DG near, DG Regio, DG Agri) და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდებიან. სასულიერო პირების ვიზიტი 25 თებერვალს დასრულდება.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრების ციკლი პროექტის “საქართველო-ევროკავშირის” ფარგლებში იმართება. პროექტი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდამჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორები არიან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მართლამდიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები ბრიუსელში საინფორმაციო შეხვედრაზე  2016 წლის ნოემბერშიც იმყოფებოდნენ.