ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების გასაჯაროებას პროკურატურის მოწმეც კი ითხოვს

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ მისი ადვოკატები მუდმივად მოითხოვენ პროკურატურისგან მოუხსნას მათ გაუთქმელობის ვალდებულება საქმეზე, რომელსაც საიდუმლო გრიფი არ ადევს. ამჯერად კი მტკიცებულებების გასაჯაროებას პროკურატურის მოწმე ითხოვს ამავე საქმეში.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძეა, რომელმაც ფარულად მოახდინა გარკვეული მასალების აუდიოვიდეო ჩაწერა, თუმცა უცნობია რა შინაარსისაა ეს მასალები. ირაკლი მამალაძე ამბობს:

“ეს იყო მკვლელობის მომზადება და ეს პროცესი არის ასახული ამ ჩანაწერებში. ცალსახად უკავშირდება პატრიარქს და შესაძლოა მის გარემოცვასაც”. მისი თქმით, დღეს ყველამ უნდა მოითხოვოს პროკურატურისგან ამ ჩანაწერების გასაჯაროება.

ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ხელწერილების გაუქმებას ითხოვენ პროკურატურისგან სახალხო დამცველი, უფლებადამცველი ორგანიზაციების, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რასაც არ აკმაყოფილებს ჯერ პროკურატურა.