კლინიკის დირექტორი: დეკანოზი მამალაძე გონების კარგვის დიაგნოზით შემოიყვანეს

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გონების კარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაფიძის კარდიოლოგიური კლინიკის დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დეკანოზი საავადმყოფოში 17 თებერვალს, 20.00 საათზე შეიყვანეს.

“შემოიყვანეს გონების კარგვის დიაგნოზით. მისივე [დეკანოზ გიორგის] მონათხრობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს არ არის მისთვის პირველი შემთხვევა [გონების კარგვა]”, – განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა 18 თებერვალს და დასძინა, რომ ამჟამად დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სოცხოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კლინიკის დირექტორის თქმით გიორგი მამალაძეს სხვადასხვა, “პროტოკოლით გათვალისწინებული” კვლევები ჩაუტარდება.

დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საავადმყოფოში ისე გადაიყვანეს, რომ ამის შესახებ ადვოკატი ინფორმირებული არ იყო. ადვოკატმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მაღალი სიცხე და წნევა ჰქონდა.


რა ვიცით აქამდე?

 

[checklist]

[/checklist]