პრეზიდენტის ძმა თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, სააკაშვილი საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა, ხოლო ახალ დირექტორს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო დანიშნავს, რომელიც ძირითადად მოქმედი მოსამართლეებისგანაა დაკომპლექტებული და  მას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.

 

სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირითადი მიზანია მოსამართლედ გასამწესებელ პირთა – იუსტიციის მსმენელთა საწყისი მომზადება, ასევე მოქმედ მოსამართლეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. სკოლა ასევე ახორციელებს მოსამართლის თანაშემწეებისა და სასამართლოს სხვა თანამშრომელთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.