საკრებულოში გაფიცული მძღოლების მოთხოვნების განხილვა დაიწყო

შეხვედრას არ ესწრებიან თავად მიკროავტობუსის მძღოლები. შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურულია, ესწრებიან: საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლები, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან კოპლატაძე და თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე.

მხარეები ავტობუსების მძღოლების მიერ თბილისის მერიაში შეტანილ 16– პუნქტიან განცხადებას განიხილავენ.