მაიკროსოფტი ვინდოუს 10-ის დიზაინს ცვლის

კომპიუტერული ტექნოლოგიების მულტინაციონალური კორპორაცია “მაიკროსოფტი”, 2017 წლის ბოლოსთვის “ვინდოუს 10-ის” ვიზუალურად განახლებას გეგმავს. კორპორაციამ განახლების პროცესში მყოფი ოპერაციული სისტემის პირველი ოფიციალური ფოტოც გაავრცელა. ვინდოუს 10 windows 10

როგორც ამერიკული ტექნოლოგიური გამოცემა, The Verge-ი იუწყება, “მაიკროსოფტის” მიერ გავცელებული ფოტოების მიხედვით, “ვინდოუს 10-ის” ინტერფეისი მინიმალურადაა შეცვლილი და მეტწილად ემთხვევა ინტერნეტში პროექტ “ნეონის” აქამდე გაჟონილ სქრინებს, თუმცა კომპანია დიზაინში ცვლილებების განხორციელებას სხვა კუთხით გეგმავს. კერძოდ,  მაიკროსოფტი გეგმავს განახლებულ “ვინდოუსს” აპლიკაციის გახსნისას ეფექტები დამატები დაამატოს  და ოპერაციული სისტემა მეტად ანიმირებული გახადოს.