მოგერინი ტრამპის ადმინისტაციას მოუწოდებს, არ ჩაერიოს ევროკავშირის პოლიტიკაში

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ტრამპის ადმინისტრაციას ურჩია, რომ არ ჩაერიონ ევროკავშირის პოლიტიკაში.

მოგერინიმ ეს განცხადება აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გააკეთა.

“ჩვენ არ ვერევი აშშ-ის პოლიტიკაში. ევროპელები მოელიან, რომ არც ამერიკელები ჩაერევიან,”- განაცხადა მოგერინიმ.

Q&A with the American press: “We do not interfere in US politics. Europeans expect that Americans don’t interfere” @FedericaMogpic.twitter.com/oYoC7Hzeod

— EU External Action (@eu_eeas) February 10, 2017

როგორც გარდიანი წერს, აშშ-ში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მოგერინის არ უსაუბრია კონკრეტულ ბრალდებებზე, თუმცა, განაცხადა, რომ ზოგჯერ, ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში ისმის ხმები იმის შესახებ, რომ “ევროკავშირი არ არის აუცილებლად კარგი იდეა. მოგიწვიეთ იმის დასანგრევად, რისი აშენებაც მოვახერხეთ და რამაც მოგვიტანა არა მარტო მშვიდობა, არამედ ეკონომიკური ძლიერებაც.”