“პარლამენტმა მთავრობას შენიშვნები 2013 წლის ბიუეტის შესახებ 2012 წლის 30 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. საკანონმდებლო ორგანოში განხილვისას გადაწყდება, თუ რა პრიორიტეტებზე გადანაწილდება ის 740 მილიონი ლარი, რომელიც სხვადასხვა ხარჯების შემცირების შედეგად გამოთავისუფლდა”– ამბობს გიორგი თაბუაშვილი.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მოქმედი 20 სამინისტროდან ათის დაფინანსება გაზრდილია, რვა სამინისტროს ბიუჯეტი უმცირდება, ხოლო ორის დაფინანსება არ იცვლება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 2 მლრდ ლარი (2012 წ – 1.809 მლრდ ლარი);
თავდაცვის სამინისტრო – 690 მლნ ლარი (2012 წ – 676.5 მლნ ლარი;);
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 585.2 მლნ ლარი (2012 წ – 585 მლნ ლარი;;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 855.3 მლნ ლარი (2012 წ – 982 მლნ ლარი);·
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 640 მლნ ლარი (2012 წ – 600.6 მლნ ლარი);
სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 218.9 მლნ ლარი (2012 წ – 1დ48.9 მლნ ლარი);
ფინანსთა სამინისტრო – 100 მლნ ლარი (2012 წ – 118.2 მლნ ლარი);·
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 70.5 მლნ ლარი (2012 წ – 134.2 მლნ ლარი);
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 118.2 მლნ ლარი (2012 წ – 290.1 მლნ ლარი);
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 48 მლნ ლარი (2012 წ – 38.1 მლნ ლარი);
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.3 მლნ ლარი (2012 წ – 1.2 მლნ ლარი);
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2.3 მლნ ლარი (2012 წ – 2.3 მლნ ლარი);
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 850 ათასი ლარი (2012 წ – 850 ათასი ლარი);
დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1 მლნ ლარი (2012 წ – 950 ათასი ლარი).
იუსტიციის სამინისტრო – 67 მლნ ლარი (2012 წ – 54.1 მლნ ლარი);
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 170 მლნ ლარი (2012 წ – 124.9 მლნ ლარი);
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 76 მლნ ლარი (2012 წ – 83.5 მლნ ლარი);
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 67.8 მლნ ლარი (2012 წ – 92.7 მლნ ლარი);
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 47 მლნ ლარი (2012 წ – 59 მლნ ლარი);
გარემოს დაცვის სამინისტრო – 21.5 მლნ ლარი (2012 წ – 23.8 მლნ ლარი);
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, სამინისტროების დაფინანსება შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პრიორიტეტებს დაუჭერს მხარს პარლამენტი.
“მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბოუჯეტი არის პოლიტიზებული, არ ვეთანხმები. ფონდების დაფინანსებასთან ერთად თვალშისაცემად შემცირდა ფინანასთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი” – ამბობს თაბუაშვილი.
