ვაკის, მთაწმინდის, საბურთალოს რაიონებსა და სოფელ დიღომს წყალი 6 საათით შეუწყდა

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის რაიონებსა და სოფელ დიღომს წყალმომარაგება 6 საათით შეუწყდებათ.

კომპანიის ცნობით, გლდანის რაიონში, ზაჰესში, ავჭალის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1400 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა, რაც ბოლო პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის ფონზე  ქსელის დეფორმაციამ გამოიწვია.

დაზიანების ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და  ქსელის აღსადგენად, 3 მეტრი სიღრმეზე, მოსამზადებელი სამუშაოები, დღეს, დილიდან მიმდინარეობს, აცხადებს კომპანია.

კომპანიის განცხადებით, წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთის მთლიანობის აღსადგენად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 9 თებერვალს, ღამის 00:00 საათიდან, ხვალ 10 თებერვლის დილის 06:00 საათამდე  წყალმომარაგება შეეზღუდება ჩამოთვლილ უბნებს.

ვაკის რაიონში

[checklist]

[/checklist]

საბურთალოს რაიონში

[checklist]

[/checklist]

სოფელ დიღომში

[checklist]

[/checklist]

მთაწმინდის რაიონში

[checklist]

[/checklist]

წყალი დაბალი წნევით მიეწოდება: დიდი დიღომს.