“დაიცავი საზოგადოებრივი მაუწყებლი!” – სტუდენტებისა და პროფკავშირების საპროტესტო აქცია/მსვლელობა

დღეს, 9 თებერვალს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსიდან სტუდენტებისა და პროფკავშირების მსვლელობა დაიწყო. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობამდე მივლენ.

მსვლელობის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას მართავენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ საზოგადეობრივ მაუწყებელსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს.