ახალი ამბები

რა საკითხები განიხილეს ბიუროს სხდომაზე

5 ნოემბერი, 2012 • 1282
რა საკითხები განიხილეს ბიუროს სხდომაზე
ბიურომ განიხილა პარლამენტის იმ 11 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რომლებიც სამინისტროებში გადავიდნენ. ესენი არიან: ალექსანდრე პეტრიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, სოზარ სუბარი, ნოდარ ხადური, მირიანე ოდიშარია, მაია ფანჯიკიძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია, კახა კალაძე.
 
 
ბიუროს სხდომაზე ასევე იმსჯელეს „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თაობაზე. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარების ვადად განისაზღვრა აპრილი და ოქტომბერი. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, შუალედური არჩევნები გაიმართება იმავე წლის ოქტომბერში, წინააღმდეგ შემთხვევაში – აპრილში.

 
საუბარი შეეხო პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანასაც. წარმოდგენილი რეგლამენტი ითვალისწინებს უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს შორის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გადანაწილებას ან გაცვლას.
 
 
დღესვე პარლამენტში შევიდა 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი, თუმცა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დეტალები პარამეტრებზე მოგვიანებით იქნება ცნობილი.

 
„შინაარსთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გვექნება ძალიან ბევრი კითხვა. ამ კვირაში უმცირესობა შეხვდება ფინანსთა მინისტრს და ვიმსჯელებთ აღნიშნულ საკითხზე. დღეს საღამოს ან ხვალ დილით ჩავიხედავთ პროექტში და შინაარსზე ამის შემდეგ ვისაუბრებთ,“ – განაცხადა უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი