დიდუბე-ჩუღურეთში ელექტროენერგია დაახლოებით 1000 აბონენტს შეუწყდა

დღეს, 8 თებერვალს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

თელასის ცნობით, ელექტროენერგია შეწყდა ავარიის გამო. თელასის ცნობითვე, დაახლოებით 1000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

თელასის ცნობით, ელექტროენერგია დაახლოებით 12:30 საათზე აღდგება.