ჰილარი კლინტონსა და სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

როგორც პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი იტყობინება, სააკაშვილმა და კლინტონმა დეკემბერში დაგეგმილ ნატოს მინისტერიალზე იმსჯელეს, სადაც საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში მიმდინარე მოვლენები უნდა განიხილონ. მინისტერიალზე ასევე დაგეგმილია მსჯელობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ხელისუფლების გადაბარების პროცესზე საქართველოში.