ცვლილებები მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესში

სიახლის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა დღეს, 1 ნოემბერს მედიასთან საუბარში განაცხადა. 

 

“მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული, რომ მხოლოდ ტესტებით მასწავლებელთა შეფასება სწორი არ არის და პრინციპულად შეუძლებელია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ურთიერთობს ის მოსწავლეებთან, როგორ აწვდის მათ ცოდნას და ა.შ. შეიძლება იყო პროფესიონალი, მაგრამ არ იყო კარგი პედაგოგი. ეს გასათვალისწინებელია,”- აცხადებს ზურაბიშვილი.