ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავი კონცერტი თბილისში [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების აღსანიშნავად, აღმაშენებლის გამზირზე, განახლებულ ახალ თბილისში ბიგ ბენდის კონცერტი სახელმწოდებით “ევროპისკენ” მიმდინარეობს.

კონცერტი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის აღსანიშნავად. 02.02.2017. ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდება. კონცერტს დაახლოებით 200 ადამიანი ესწრება, მათ შორის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მმართველი გუნდის დეპუტატები.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას დღეს, 2 თებერვალს, მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

ეს იყო ევროპარლამენტის ფინალური კენჭისყრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე, თუმცა უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე კიდევ რჩება რამდენიმე პროცედურა:

საქართველოს მთავრობაში ვარაუდობენ, რომ უვიზო რეჟიმი საბოლოოდ ძალაში მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან შევა.