ილია II დღეს სამკურნალოდ გერმანიაში მიემგზავრება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II დღეს სამკურნალოდ გერმანიაში მიემგზავრება. ამის შესახებ ნეტგაზეთს ილია II-ს ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, კენჭოვანი დაავადების ერთი ფაზა დასრულდა, თუმცა 3 დღის წინ ლაბორატორიულმა გამოკვლევამ გამწვავება აჩვენა, ამიტომ ილია II-ის გერმანიაში გამგზავრება გადაწყდა შემდეგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით. ექიმის თქმით, ჯერ უცნობია, გახდება თუ არა საჭირო ქირურგიული ჩარევა.

ექიმის თქმით, ილია II თავს კარგად გრძნობს და გამწვავება მხოლოდ ლაბორტარიული გამოკვლევით გამოვლინდა.