შსს-მ გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული პირები პირობითი მსჯავრის ქვეშ არიან.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, ასევე, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარითა და შანტაჟით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება გამოძალვის, სქესობრივი კავშირის იძულების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გატაცების ფაქტზე 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მიმდინარეობს.