ახალი მინისტრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ოთხი უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

ინფორმაცია ამ დროისთვის განახლებული აქვს გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებს.

 

სხვა სამინისტროების ვებ-გვერდებზე უწყების ხელმძღვანელებად ისევ ძველი მინისტრები არიან მითითებულნი. მათ შორის ამ დრომდე არ შეცვლილა პრემიერ-მინისტრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე.