საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანის კულტურის სახლში 30 იანვარს, საღამოს, ხანძარი გაჩნდა.

სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძარი 800 კვ.მ-ზე გაჩნდა და ადგილზე 18 ერთეული მუშაობდა:

“ცეცხლის ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია რამდენიმე წუთში მოხდა. შენობა უფუნქციოა და არავინ დაშავებულა”,- აცხადებენ სააგენტოს პრესსამსახურში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *