თბილისში სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ. ხანძარი შუაღამისას გაჩნდა, თუმცა მისი ლიკვიდაცია 0.9.00 საათისთვისაც არ მომხდარა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, დავით გელაშვილის თქმით, 04:10 საათზე შევიდა 112-ზე შეტყობინება ბავშვთა სამყაროში ხანძრის შესახებ და დაახლოებით 3 წუთში მივიდა პირველი დანაყოფი შემთხვევის ადგილზე.

“დადასტურა ფაქტი – იწვოდა ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 3 000 მეტრზე. გამოძახებული იყო 31 სახანძრო სამაშველო სამსახური. ხანძარი გავრცელდა ბავშვთა სამყაროს მთლიანად შენობაზე, რომლის ფართიც 10 000 კვ მეტრია”, – განაცხადა დავით გელაშვილმა.

წინასწარი მონაცამებით, ზარალი ძალიან დიდია. ხანძრის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

თბილისში სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო იწვის. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
თბილისში სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო იწვის. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
თბილისში სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო იწვის. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
თბილისში სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო იწვის. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო სააქციო საზოგადოებაა, რომელიც რეგისტრირებულია 1996 წლიდან თბილისში, თევდორე მღვდლის #7-ში. აღნიშნული ორგანიზაციის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მათი სააქციო კაპიტალი შეადგენს 423 289.28 ლარს. სააქციო კაპიტალი დაყოფილია 5588 აქციად, თითოეულის ღირებულებაა 60 აშშ დოლარი და აქციათა 41%-ზე მეტს ფლობს ოფშორში რეგისტრირებული შპს “ლეუფერტი”. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მერაბ ასათიანი, წევრები – გიორგი მახარაძე და ნინო გორგანელი. აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მაჭავარიანი, ფინანსური დირექტორი – დავით ქორიძე და მარკეტინგის დირექტორი ელგუჯა ცინცაძე. საწარმოს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა-გაქირავება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *