პარლამენტის თავმჯდომარემ გირგვლიანის დედის ხსოვნას პატივი მიაგო

“მეტს არ ვიტყვი ახლა, ჩვენც და ძალიან ბევრი ვალში ვართ ქალბატონ ირინა ენუქიძესთან”,– განაცხადა უსუფაშვილმა. მისი თქმით, როცა ამ თემას ეხება საქმე, “ვსაუბრობთ, ერთი მხრივ, ადამიანობის და მეორე მხრივ, მოქალაქეობის დიდ სტანდარტზე”.

 

 შეგახსენებთ, რომ ირინა ენუქიძე იყო 2006 წელს შსს–ს თანამშრომლების მიერ მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა, რომელიც შვილის სიკვდილის გამოძიებისა და მკვლელების დასჯის მოთხოვნით აქტიურად იბრძოდა იმდროინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.