პარლამენტის პირველი სხდომა დასრულდა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. უსუფაშვილმა ბიუროს წევრები, კომიტეტების თავმჯდომარეები და მოადგილები ორშაბათს, 22 ოქტომბერს, ბიუროს სხდომის ოთახში საორგანიზაციო შეხვედრაზე სათანადო საკითხების გადასაწყვეტად დაიბარა. 

 

12:00 და 13:00 საათებზე კომიტეტების სხდომა გაიმართება და პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ყველა წევრი დაიბარა. ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი სამუშაო რეჟიმში გაივლის, ხოლო ხუთშაბათს პარლამენტი მთავრობას დაამტკიცებს.