მექსიკის პრეზიდენტმა ტრამპთან შეხვედრა გააუქმა

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენა ნიეტომ ვაშინგტონში მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, სადაც აშშ–ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უნდა შეხვედროდა,

ეს იყო საპასუხო გადაწყვეტილება ტრამპის გუშინდელ განკარგულებაზე, რომ ის აპირებს აშშ–მექსიკის საზღვარზე კედლის აღმართვას. საზღვრის აღმართვას 12–დან 15 მილიარდ დოლარამდე დასჭირდება.