მოსწავლესთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით სკოლის მანდატური დააკავეს

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით  საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს   სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ბრალი  წარუდგინა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ  მანდატურმა  2016 წლის სექტემბრის დასაწყისში მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა  სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.  სამართალდამცველებმა პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.   პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების მოთხოვნით  სასამართლოს უკვე  მიმართა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან), რაც სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების  აღკვეთას    შვიდიდან – ცხრა წლამდე  ვადით ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.