საქართველოს ბანკმა მეშვიდედ მიიღო Global Finance-ის ჯილდო

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, Global Finance-ის მიერ მეშვიდედ დასახელდა  საუკეთესო ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების კუთხით.

ხსენებული ჯილდო გაიცა Global Finance–ის „მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო ბანკების დაჯილდოების“ ფარგლებში.

საქართველოს ბანკს ჯილდო გადაეცა, ისეთი კრიტერიუმების წარმატებით დაკმაყოფილებაში, როგორიც არის: ვაჭრობის დაფინანსების ოპერაციების წარმოების საერთაშორისო დაფარვის მასშტაბი, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და გარიგებების მოცულობა.