თიბისი ბანკი ქოქოლაძის ბრალდებებს პასუხობს

თიბისი ბანკი არასოდეს ყოფილა და არც ახლა არის წინააღმდეგი სასამართლოს მიერ ელიტ ელექტრონიქსის საკითხის განხილვისამიუხედავად იმისარომ დღემდე ამ თემამ ყველა სასამართლო ინსტანცია მოიარაუზენაესი სასამართლოს ჩათვლითჩვენ ახალი სასამართლოს მიერ მის ხელახალ განხილვასაც მივესალმებით და აბსოლუტურად მზად ვართ ამისათვის

უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდვთავაზობთ ბატონ ანზორსდამატებით მივმართოთ დამოუკიდებელ არბიტრაჟს და დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გამოძიებას… 

თუმცაჩვენ დარწმუნებული ვართრომ სინამდვილეში სამართლიანი სასამართლო და ხელახალი პროცესი თვითონ ქოქოლაძეს არ აძლევს ხელსრადგან სამართლიანი სასამართლო არასოდეს გაამართლებს ადამიანსრომელიც არის მატყუარა და მისი მხრიდან თაღლითობის უამრავი ფაქტი არსებობსთუ როგორ იპარავდა ელიტ ელექტრონიქსიდან თანხებს და “ქაჩავდა” სხვამის მიერ წინასწარ სპეციალურად შექმნილ კომპანიებში

ეს არის ერთ-ერთი მიზეზირის გამოც კომპანია გადახდისუუნარობამდე მივიდაამის მაგალითია ისიცრომ ქოქოლაძის ელიტ ელექტრონიქსიდან წასვლისთანავემისმა ოჯახმა გაურკვეველი რესურსით ახალი კომპანია “ტექნო ბუმი” დააფუძნდა და ერთბაშად გახსნა რამდენიმე მაღაზია

ასე რომანზორ ქოქოლაძეს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ სასამართლოსნებისმიერ დროსასევე, ნებისმიერ სხვა გამჭვირვალეცივილიზებულ გზას… მაგრამპირველ რიგში, მოვუწოდებთ მასშეწყვიტოს ცილისმწამებლურიშეურაცხმყოფელი ბრალდებებიწინააღმდეგ შემთხვევაშიჩვენ ვიქნებით ის მხარერომელიც მასზე ადრე მიმართავს სასამართლოს და ანზორ ქოქოლაძესთაღლითობასთან ერთადთიბისი ბანკის რეპუტაციის შელახვისთვისაც აგებინებს პასუხს.