თეთრი სახლის საიტიდან კლიმატსა და ლგბტ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაქრა

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე საათში ობამას ადმინისტრაციის პირობებში შემუშავებული კლიმატსა და ლგბტ საკითხებთან დაკავშირებული მასალები თეთრი სახლის საიტიდან გაქრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ იგი მხარს დაუჭერს ისეთ ენერგორესურსების გამოყენებას, რომელიც იაფი იქნება ამერიკის მშრომელი ხალხისთვის.

22

ტრამპის ადმინისტრაცია წერილში აცხადებს, რომ ამერიკის ენერგეტიკული ინდუსტრია ბევრი შემზღუდავი რეგულაციის გამო არ ვითარდებოდა. ასეთ “საზიანო” და “უსარგებლო” რეგულაციებად დაასახელა “კლიმატის სამოქმედო გეგმა” და “აშშ-ის კანონი წყლების შესახებ”.

“ამ შეზღუდვების მოშორება ამერიკელ ხალხს დიდად დაეხმარება და ხელფასებს 30 მილიარდით გაზრდის მომდევნო 7 წელიწადში”, – წერია განცხადებაში.

ტრამპის ადმინისტრაცია წერილში საუბრობს იმის შესახებ, რომ მათ უნდა დაიწყონ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებული გაზის და ნავთობის მოპოვება, რომლის გამოყენებით შემდეგაც შესაძლებელი გახდება გზების, ხიდების, სკოლების, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განახლება

ტრამპის ადმინისტრაციის აზრით, ამ გზით ამერიკა აღარ იქნება დამოკიდებული უცხო ქვეყნებზე და განიმტკიცებს ენერგოუსაფრთხოებას.

Untitled

იმის გარდა, რომ საიტზე ასეთი ტიპის განცხადება გამოჩნდა, საერთოდ გაქრა კლიმატთან დაკავშირებული მასალები, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის პირობებში არსებობდა, წერს “უოშინგტონ პოსტი”.

მართლაც, საძიებო სისტემაში სიტყვა “კლიმატი” მხოლოდ 3 შედეგს იძლევა.

“უოშინგტონ პოსტი” წერს, რომ ტრამპის დაპირებით ამერიკა დატოვებს კლიმატთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რომელსაც 200-ზე მეტი ქვეყანა აწერს ხელს. ტრამპს აქამდეც გამოუხატავს სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ ადამიანის ჩარევა უარყოფითად აისახება კლიმატის ცვლილებაზე, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ასეთი განცხადების გამოჩენა მის პოლიტიკად ქცევას ადასტურებს.

ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას კლიმატის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა კარბონის დიოქსიდის გამოყოფის შემცირებას, რომ დაცული ყოფილიყო ტყის საფარი და წაეხალისებინათ განახლებადი საწვავი.

მეცნიერების დიდი ნაწილი თანხმდება იმის თაობაზე, რომ ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის წვა არის მთავარი განმაპირობებელი კლიმატური პრობლემებისა, რაც იწვევს ზღვის დონის აწევას და ხშირ კატაკლიზმებს.

screen-shot-2017-01-20-at-12-55-13-pm - Copy

techcrunch.com-ის ცნობით, თეთრი სახლის ვებგვერდზე აღარ იძებნება არათუ ცალკეული სიტყვა, არამედ მთელი გვერდი, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეძღვნებოდა.

Cbsnews წერს, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე ნახავდით არაერთ მასალას ლგბტ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოში მოგებულ საქმეებს, ან სამთავრობო გადაწყვეტილებებს ეხებოდა, თუმცა საიტზე “გეი”, “ლგბტ” არ იძებნება.

საიტზე განხორციელებულ ცვლილებების შესახებ წერენ სოციალურ ქსელ “ტვიტერშიც”.

In less than 30 mins the White House Climate Change webpage + Dept of Labor’s report on Advancing LGBT Workplace Rights have been taken down

— Brooke Smith (@Iam_BrookeSmith) January 20, 2017

JUST IN— Shortly after Trump’s #Inauguration the official White House #LGBT page was removed. → https://t.co/GrUKeiJKre pic.twitter.com/mo4XXUXa0U — ANTONIO ARELLANO (@AntonioArellano) January 20, 2017

ATTENTION: the LGBT rights, Climate Change and Civil Rights pages have been removed from the White House website. This is not a joke.

— hayleyyjay (@hayleyyjay) January 20, 2017

All references to LGBT removed from White House website on day 1 of what’s going to be a long 4 years. MT @WipeHomophobia pic.twitter.com/uGiDSUgJ4Y — Trisha Greenhalgh (@trishgreenhalgh) January 20, 2017