არასამთავრობო ორგანიზციების დამკვირვებლების განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ აქ არჩევნები განმეორებით ტარდება, ეს აქტივობა დაბალი სულაც არ არის.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრის საპარლამანეტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო გორის მე–4 საარჩევნო უბანზე შედეგები გაბათილდა და ხელახალი კენჭისყრა დაინიშნა. ამომრჩევლები აღნიშნულ საარჩევნო უბანზე მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატებს აძლევენ ხმას. პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: მალხაზ ვახტანგიშვილი- “ქართული ოცნება”; გიორგი ტატიშვილი- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; ზურაბ როსებაშვილი-ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა; იოსებ ბორცვაძე- “ახალი მემარჯვენეები”; მალხაზ მამესწარაშვილი- ლეიბორისტული პარტია.
განმეორებითი არჩევნები ასევე ტარდება სიღნაღის 1 და ხაშურის 11 საარჩევნო უბანზე.