გორის საარჩევნო უბანზე ორმა ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა

საარჩევნო პროცესს აკვირდებიან: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, უფლებათა დაცვის ცენტრი, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და NDI-ის წარმომადგენელი.

 

საარჩევნო უბანზე მედიასაშუალებებიდან იმყოფება პირველი არხი და ინფო ცხრა, ვიდეოგადაღება შეზღუდული არ არის. ერთი ვიდეოკამერა მიმართულია ყუთისკენ, ხოლო მეორე ვიდეოკამერა გარე პერიმეტრს იღებს.

 

შეგახსენებთ, რომ გორში არჩევნები განმეორებით ტარდება, ამომრჩევლები მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატებს აძლევენ ხმას. პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

 

მალხაზ ვახტანგიშვილი- ქართული ოცნება

 

გიორგი ტატიშვილი- ნაციონალური მოძრაობა

 

ზურაბ როსებაშვილი-ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა

 

იოსებ ბორცვაძე- ახალი მემარჯვენეები

 

მალხაზ მამესწარაშვილი- ლეიბორისტული პარტია