დენის და დასუფთავების გადასახადის რა მოდელს განიხილავს თბილისის მთავრობა

თბილისის მერის გიგი უგულავას თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატები აღნიშნული გადასახადის განცალკევების ალტერნატიულ გეგმაზე უკვე მუშაობენ:

 

“ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო რამდენიმე ვარიანტი აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის. ერთ-ერთი მათგანი არის ფიქსირებული გადასახადი – 7 ლარის ოდენობით თითოეულ ოჯახზე”, – აცხადებს უგულავა.

 

მისივე თქმით, განიხილება მეორე ვარიანტიც, რომ დარჩეს დენზე მიბმული დასუფთავების გადასახადის არსებული მოდელი, მაგრამ ეს გადასახადი შეიცვალოს სეზონურად, კერძოდ, ზამთარში განახევრდეს დასუფთავების ტარიფი.

 

შეხვედრიდან გამოსულმა “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 7– ლარიანი ფიქსირებული ტარიფის შემოღება უსამართლო იქნება, რადგან, ჯერ ერთი, ეს არის მაღალი ტარიფი და მეორეც – თბილისში 24 ათასი დაკეტილი ბინაა.

 

თბილისის საკრებულო დენისა და დასუფთავების გადასახადის განცალკევების საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს.