დღეს და ხვალ თბილისში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს ქვეყნის მასშტაბით უმეტეს, ხოლო 21 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში წვიმის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში უმეტესად თოვლის სახით – მათ შორის მთიან და მაღალმთიან რაიონებში.

რაც შეეხება ჰაერის ტერმპერატრას, ამ კუთხით სააგენტოში მნიშვნელოვან მატებას არ ვარაუდობენ. დღის მაქსიმალური ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით დაბლობსა და ბარში 0 დან +5 გრადუსამდე იქნება, მთიან რაიონებში -3, +2, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -7, -2 გრადუსი იქნება. ღამით უფრო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ეციება, სადაც ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. ყინვის გაძლიერება მოსალოდნელი 21-22 იანვრის ღამის საათებშია მოსალოდნელი. 22 იანვარს, დღის ბოლოს კი საქართველოს უმეტეს რაიონში თოვაა მოსალოდნელი, ზოგან შეიძლება გაძლიერდეს დასავლეთის ქარი.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 19-20 იანვარს თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი, მის შემოგარენში კი, მცირე თოვლი. 21 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით იქროლებს ქარი. 22 იანვარს, დღის პირველი ნახევარი უნალექო იქნება, დღის ბოლოს კი შეუძლება მოთოვოს.