NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით,  “ქართულ ოცნება”  მოსახლეობის 40%-ის შეხედულებებთან დგას ახლოს, ხოლო ენმ- 10-%-თან, პატრიოტთა ალიანი – 3%-თან,  თავისუფალი დემოკრატები – 3%-თან.  22-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მისი შეხედულებები არც ერთ პარტიას არ ემთხვევა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ როდესაც კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა ენმ-ის რიგები პარტიის საპარლამენტო დეპუტაციისა და პოლიტსაბჭოს დიდ ჯგუფს დატოვებული არ ჰქონდა

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *